ფილიპინებზე, კათოლიკურ ეკლესიასთან მომხდარ ორ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა

მინიმუმ 19 ადამიანი ემსხვერპლა და 48 დაშავდა ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ამასთან, როგორც Reuters იუწყება, გარდაცვლილია 17, ხოლო დაშავებულია 42 ადამიანი.

აფეთქებები კუნძულ ხოლოზე, კათოლიკურ ეკლესიასთან მოხდა. ერთ-ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც დილის მესა მიმდინარეობა, მეორე კი – ცოტა მოგვიანებით, ეკლესიის გარეთ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულებს შორის არიან სამხედროები და სამშვიდობო მოქალაქეები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად