ფილიპინებზე, გასულ 24 საათში, COVID-19-ით, ქვეყნისთვის რეკორდული – 2 434 ადამიანი დაინფიცირდა

ფილიპინებზე, 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 2 ათასს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფილიპინებზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, ქვეყანაში ინფიცირებულია 44 254 ადამიანი.

“იმის გამო, რომ ქვეყანაში გრზელდება საკარანტინე ზომების შემსუბუქება, დღევანდელი ზრდა შესაძლოა მოსახელობას შორის კონტაქტის ზრდასთან იყოს დაკავშირებული”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, გასული 24 საათის განმავლობაში, მექსიკაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში, ქვეყანაში, პანდემიის შედეგად 1 297 პაციენტია გარდაცვლილი, ხოლო 11 942 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ, 2019 წლის 31 დეკემბერს ვუჰანში პნევმონიის გავრცელების შესახებ განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავიირუსი პანდემიად აღიარა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად