ფილიპინებზე, ჩინური ვაქცინის გამოყენების შემდეგ, ხუთი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

მინიმუმ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს ფილიპინების სამედიცინო ცენტრის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ. ამის შესახებ CNN Philippines იუწყება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს ვეტერანთა მემორიალური სამედიცინო ცენტრის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. ერთ პაციენტს გაუჩნდა გამონაყარი, რომელიც ექიმების აზრით შეიძლება იყოს მსუბუქი ალერგიული რეაქცია. დანარჩენები კვლავ მეთვალყურეობის ქვეშ არიან. სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

1 მარტს ფილიპინებმა დაიწყო ჩინური კომპანია Sinovac-ის პრეპარატით ვაქცინაცია. CoronaVac-ის პირველი პარტია, რომლის 600 ათასი დოზა გადაეცა რესპუბლიკას წინა დღეს, განკუთვნილია 50 ათასი სამხედრო და 250 ათასი სამედიცინო მუშაკისთვის.

2020 წლის 30 იანვარს ფილიპინებზე კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა გადააჭარბა 578,3 ათასს, განკურნებულია 534,3 ათასი პაციენტი, გარდაიცვალა 12,3 ათასზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა სამი ვაქცინის გადაუდებელი გამოყენება: ამერიკული და გერმანული კომპანია Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა, ბრიტანულ-შვედური კონსორციუმ AstraZeneca-სა და ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...