ფილიპინებში 600 ათასი ნარკოდილერი ხელისუფლებას ჩაბარდა

იმის შიშით, რომ ნარკოტიკები ვაჭრობის გამო სიკვდილით არ დასჯილიყვნენ, ფილიპინებზე 600 ათასი ადამიანი ხელისუფლებას ჩაბარდა, – ამის შესახებ გამოცემა The New York Times ფილიპინების ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. 

ანტინარკოტიკული კამპანია ქვეყანაში ახალი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ დაიწყო. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა პოლიციელებმა და მოხალისეებმა ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების  გარეშე დაიწყეს.

კამპანიის დასაწყისში ნარკოტიკების ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 1 800-მდე ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ, ქვეყნის პოლიციის უფროსმა, რონალდ როსამ განაცხადა. მარტო სამართალდამცავებმა კი 712 ეჭვმიტანილი მოკლეს. 

როდრიგო დუტერტე ცნობილი ფილიპინელი პოლიტიკოსია, რომელიც 22 წლის განმავლობაში ქალაქის მერად მუშაობდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ის შეპირდა მოსახლეობას, რომ აღადგენდა სიკვდილით დასჯას ნარკოდანაშაულზე.

ქვეყნის პრეზიდენტი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გამოდის და იმ საჯარო მოსამსახურეების სიებს კითხულობს, რომლებიც ნარკოტიკებთან რაიმე სახის შემხებლობაში იყვნენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...