ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს მოუწოდებს, რომ მათი გემები „გაეთრიონ“ სადავო წყლებიდან

ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა ტვიტერის შეტყობინებით, რომ ჩინეთის გემები სადავო წყლებიდან “გაეთრიონ”.

მწვავე განცხადებებით ცნობილი თეოდორო ლოცსინის კომენტარი მოჰყვა მანილას პროტესტს, რაც თავის მხრივ უკავშირდება ასობით ჩინური გემის “უკანონოდ” ყოფნას ფილიპინების 200-მილიან ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (EEZ).

“ჩინეთო, ჩემო მეგობარო, რამდენად თავაზიანად შემიძლია ამის თქმა? გაეთრიე”, – დაწერა ლოცსინმა ტვიტერის პირად ანგარიშზე.

ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად გადის დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარი გემით ვაჭრობის შედეგად. 2016 წელს ჰააგაში საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ სარჩელი არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა ჩინეთის სანაპირო დაცვა “ფილიპინების სანაპირო დაცვის გემების დაჩრდილვაში, დაბლოკვაში, საშიშ მანევრებში და რადიო გამოწვევებში”.

კვირას ფილიპინებმა პირობა დადეო, რომ გააგრძელებს საზღვაო წვრთნებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის EEZ-ში ჩინეთის მოთხოვნის საპასუხოდ, რათა მან შეაჩეროს მოქმედებები, რომლებმაც შეიძლება დავები გააძლიეროს.

26 აპრილის მონაცემებით, ფილიპინებმა ჩინეთში 78 დიპლომატიური პროტესტი შეიტანა 2016 წლიდან პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს თანამდებობაზე მიღების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...