ფილიპინების პრეზიდენტმა 46 მაღალჩინოსანი ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ 46 სახელმწიფო მოხელე, მათ შორის სამი კონგრესმენი, ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეში საჯაროდ დაადანაშაულა. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

როგორც როდრიგო დუტერტემ სატელევიოზო მიმართვისას განაცხადა, ის გადაწყვეტილების მიღებისას სამთავრობო უწყებებში აგენტებს დაეყრდნო, რომელთაც ნარკოტიკების მომხმარებელთა სია გადაამოწმეს.

იმ პირთა შორის, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში საჯაროდ დაადანაშაულა, 33 მერი, რვა ვიცე-მერი და წარმომადგენელთა პალატის სამი წევრია.
როდრიგო დუტერტეს თქმით, მან გადაწყვიტა იმ პოლიტიკოსების იდენტიფიცირება მოახდინოს, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობაში არიან ჩართულნი.

დუტერტეს თქმით, მან მხოლოდ იმ თანამდებობის პირთა ვინაობა გასააჯაროვა, რომელთა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს, მაგრამ სინამდვილეში, მისი თქმით, ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული პოლიტიკოსების სია გაცილებით დიდია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...