ფილიპინების დედაქალაქში და ქვეყნის კიდევ 12 ქალაქში საკარანტინო რეჟიმი 15 აგვისტომდე გახანგრძლივდა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, მანილაში საყოველთაო საკარანტინო რეჟიმი 15 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქი სებუ, გაფართოებულ საკარანტიონო რეჟიმზე გადადის. მანილასა და სებუს გარდა, ფილიპინების კიდევ 11 ქალაქი გადადის გაფართოებულ საკარანტინო რეჟიმზე. პრეზიდენტის სპიკერმა ჰარი როკმა განაცხადა, რომ არსებობს გაფართოებული იზოლაციის რეჟიმის გარკვეული პირობები, მაგალითად, გაძლიერებული კარანტინი იმ ადგილებშიც კი, სადაც ახალი ინფექციები გვხვდება.

როკმა განაცხადა, რომ სახის ფარის ტარება ახლა უკვე მინიმალური სტანდარტის ნაწილი გახდა. ”ჩვენ მკაცრად ვიცავდით ჯანმრთელობის მინიმალურ სტანდარტებს. ეს არის ხელის დაბანა, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცია და ახლა დამცავი ფარის ტარებაც კი.” – თქვა მან.

ზოგადი საკარანტინო რეჟიმის დაწესება მანილაში მას შემდეგ გადაწყდა, რაც კორონავირუსული ინფექციის 3,954 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ერთი დღით ადრე, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი ერთჯერადი მაჩვენებელია 30 იანვრიდან მოყოლებული. შედეგად, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი გაიზარდა 89 374-მდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად