Philip Morris-ი 10 წელიწადში ბრიტანეთში სიგარეტის გაყიდვის შეწყვეტას აპირებს

თამბაქოს მწარმოებელი კომპანია Philip Morris უახლოესი 10 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სიგარეტის გაყიდვას შეწყვეტს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლზაკმა განაცხადა.

“ჩვენ შეგვიძლია სამყარო სიგარეტის გარეშე წარმოვიდგინოთ. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის”, – განაცხადა ოლზაკმა.

მისი თქმით, ბევრი მწეველი ჯერ კიდევ ცუდად არის ინფორმირებული თამბაქოს ალტერნატივების, მათ შორის ელექტრონული სიგარეტის შესახებ. მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში სწორად შემუშავებული კანონებისა და ინფორმაციუის მიწოდების საშუალებით, 10 წლის განმავლობაში შესაძლებელია ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ თამბაქოს პრობლემა.

ფილიპ მორისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დიდ ბრიტანეთში სიგარეტი, შესაძლოა, უფრო ნაკლებ დროში აიკრძალოს.

კომენტარები
იტვირთება...