ფილადელფიაში, სტადიონზე მომხდარი სროლის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა

ფილადელფიაში სკოლის გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი სროლის შედეგად ორი მოზარდი დაშავდა. ინფორმაციას ტელეარხი Fox 29 ავრცელებს.

შემთხვევა პარასკევს, 20 სექტემბერს, საღამოს, მარკუს ფოსტერის მემორიალურ სტადიონზე მოხდა. სამართალდამცავებმა სპორტული მოედნიდან ყველა ვიზიტორისა და ფეხბურთელის ევაკუაცია განახორციელეს.

ინციდენტის შედეგად, 14 და 15 წლის ორი მოზარდი დაშავდა, ისინი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მაისში, კოლორადოს შტატში სკოლის ორმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ორივე მოზარდი სამართალდამცავებმა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად