ფილადელფიაში ატეხილი სროლის შედეგად ექვსი პოლიციელი დაშავდა (ვიდეო)

ფილადელფიის ხელისუფალთა განცხადებით არანაკლებ ექვსი პოლიციელისა დაშავდა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში ფილადელფიის ჩრდილო ნაწილის ნიცტაუნ-ტიოგას რაიონში ატეხილი სროლის შედეგად.

პოლიციის ცნობით, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე ქალაქის ჩრდილო ნაწილის ერთ-ერთ ქუჩაზე პოლიციის ოფიცრები ნარკოტიკებთან დაკავშირებით დავალებას ასრულებდნენ, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. სროლის დაწყებისთანავე პოლიციის ორი ოფიცერი და სამი სამოქალაქო პირი ბლოკირებულები აღმოჩნდნენ იმ სახლში, რომლიდანაც დამნაშავემ ატეხა სროლა.

პოლიციელთა დიდმა რაოდენობამ მთელ კვარტალ შემოარტყა ალყა და შენობაში ბლოკირებული პოლიციელების სამოქალაქოთა განთავისუფლებას და დამნაშავის აყვანას შეეცადა. სულ ახლახანს, თბილისის დროით დაახლოებით 6 საათზე სპეცნაზმა მოახერხა შენობაში ბლოკირებულ პოლიციელთა და სამოქალაქოთა განთავისუფლება, თავად დამნაშავე კი პოლიციელთა მოწოდებაზე აღარ რეაგირებდა და მათ ტელეფონზე არ პასუხობდა.

დაახლოებით 7 საათზე თბილისის დროით პოლიციამ მოახერხა მასთან ტელეფონით გასაუბრება და კიდევ ერთხელ შეეცადა მის დარწმუნებას, რომ დანებებულიყო და პოლიცია მას არაფერს დაუშავებდა. კომისარ რიჩარდ როსის თქმით მათთვის უცნობია არის თუ არა დაჭრილი დამნასავე, “საუბრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არა” – ამბობს როსი.

პოლიცია აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის პოლიციის ოცდაათმა ოფიცერმა ენობიდან პერიოდულად გახსინი ცეცხლის საპასუხოდ სრულად დაცალა თავისი იარაღის მჭიდი. დამნაშავის შეიარაღების შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მას გრძელლულიანი იარაღი აქვს. მისი ვინაობის შესახებ პოლიციას ცნობები არ გააჩნია.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად