ფიჯელებთან ტესტ-მატჩში ფრემ ბორჯღალოსნებს 0,29 სარეიტინგო ქულა შესძინა

ესპანეთის ქალაქ არანხუესის „ესტადიო დელ ელეიტეზე” ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩში „მფრინავი ფიჯელებს” შეხვდნენ.

დაძაბული შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა 9:5 მოიგეს. მეორე ნახევარის ერთ მომენტში უპირატესობა მათ 7 ქულამდე გაზარდეს, თუმცა ფიჯელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ შეხვედრა 15:15 დასრულდა.

ბურჯღალოსნებმა ქულები თედო აბჟანდაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმებიდან მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდღელ მატჩამდე ფისს და საქართველოს შორის გამართული 5 შეხვედრიდან 4 ფიჯელებს ჰქონდათ მოგებული, ერთი კი ბორჯღალოსნებს.

ფიჯისთან ფრემ საქართველოს 0,29 სარეიტინგო ქულა შესძინა, ფიჯის კი ამდენივე დააკარგვინა.  ამ დროისთვის 76,32 ქულით ფიჯი რეიტინგში მე-11, საქართველო 74,02 ქულით კი მე-12 ადგილზეა. ფიჯელების წინ მყოფ იაპონელებს  78,26 ქულა აქვთ, საქართველოს მომდევნო მე-13 ადგილზე მყოფ სამოელებს კი 73,59 ქულა.

კომენტარები
იტვირთება...