A2 ბანერი
A2 ბანერი

ფიგურული ციგურაობის ქართველმა მოცეკვავე წყვილმა “Volvo Open Cup 2018”-ზე პირველი ადგილი დაიკავა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე – “ვოლვო ოფენ თასის” გათამაშებაზე, ფიგურულ ციგურაობაში, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა გამარჯვება მოიპოვა.

ტურნირში, სენიორების, იუნიორების , ნოვისებისა და შუალედური ნოვისების კატეგორიაში, 25 ქვეყნის 200 – მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის მიზანი მოციგურავეებისათვის სარეიტინგო ტექნიკური ქულების დაგროვება და მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციებზე ადგილის დაკავება იყო, ამიტომაც ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა.

“ვოლვო ოპენ თასის” 37 -ე გათამაშებაში იუნიორთა კატეგორიაში სპორტული ცეკვების სეგმენტში მონაწილეობდა ახალგაზრდა ქართველი წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, რომელთათვისაც ჩეხეთისა და სომხეთის გრან პრის ეტაპებზე წარმატებული სტარტისა და ვერცხლის მედლების შემდეგ ,ეს მორიგი სერიოზული სტარტი იყო. ქართველ მოციგურავეებთან ერთად თასის გათამაშებაში მონაწილეობდა 15 ქვეყნის 24 მოციგურავე წყვილი და მათ შორის საკმაოდ გამოცდილი წყვილები რუსეთიდან, იტალიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან.

ქართველმა წყვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა რიტმული ცეკვებში, სადაც პირველი ადგილი დაიმსახურა და რითმულ ცეკვებში მიღწეული ეს შედეგი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა თავისუფალ პროგრამაში საინტერესოდ წარმოდგენილი პროგრამითა და ტექნიკურად რთული ელემენტების ხარისხიანად შესრულებით. მარია კაზაკოვა და გიორგი რევია ორივე პროგრამის საერთო ჯამური 167, 30 ქულით პირველი ადგილისა და ” ვოლვო ოპენ თასის” მფლობელები გახდნენ.

ქართველი მოცეკვავე წყვილის ეს მორიგი გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია ახალ სეზონზე მათი გამარჯვებისაკენ მიზანსწრაფულობისა და ამავდროულად სერიოზული განაცხადი მომდევნო საერთაშორისო სტარტებზე მაღალ კონკურენტუნარიან წყვილებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის. რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ცეკვებში მოციგურავეთა გამოსვლებს ექვს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯთან ერთად მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.

ქართველი წყვილის მომდევნო საერთაშორისო სტარტი გრან -პრის ფინალია, რომელიც 6-9 დეკემბერს გაიმართება კანადის ქალაქ ვანკუვერში. ვანკუვერი ის ოლიმპიური ქალაქია, რომელიც 2010 წელს მასპინძლობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და სადაც პირველად ექნება შესაძლებლობა მოცეკვავე წყვილს საქართველოდან მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას, წარმოადგინონ საქართველო ისეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე,როგორიც გრან პრის ფინალია.

მსგავსი სიახლეები

მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი მოსკოვის გრან პრიზე და ქართული ფიგურული…

მოსკოვის გრან პრის მეხუთე ეტაპზე, ქართველმა მორის ყვითელაშვილმა წარმატებით იასპარეზა და გამოსვლა მეორე ადგილზე,…

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველი მოცეკვავე წყვილი გრან…

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველი მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გრან…
კომენტარები
იტვირთება...