“ფიდე”-მ 2018 წლის რეიტინგები გამოაქვეყნა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 2018 წლის საუკეთესო ასეულების რეიტინგები გამოაქვეყნა.

კაცთა შორის კლასიკურ ჭადრაკში რეიტინგის სათავეში ნორვეგიელი მაგნუს ლარსენია 2835 ქულით. მეორე ადგილზე 2828 ქულით ამერიკელი ფაბიანო კარუანაა, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანელი შახრიარ მამედიაროვი, რომელსაც 2817 ქულა აქვს.

საქართველოდან საუკეთესო ასეულში მხოლოდ ივან ჩეპარინოვი მოხვდა. მას 2691 ქულით 49-ე ადგილი უკავია.

რეიტინგ-ლიდერი სწრაფ ჭადრაკშიც მაგნუს ლარსენია. მას 2869 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურაზე 24 ქულით მეტი. მესამე ადგილს 2816 ქულით ამერიკელი დომინგეს პერესი იკავებს.

ასეულში ერთადერთი მოჭადრაკეა საქართველოდან – ბადურ ჯობავა. იგი 2704 ქულით 44-ე ადგილზეა.

მაგნუს კარლსენმა არც ელვისებურ ჭადრაკში დათმო პირველობა. მას 2954 ქულა აქვს. მეორე ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავია 2933 ქულით. მესამე ადგილზე მყოფ ამერიკელ ჰიკარუ ნაკამურას 2894 ქულა აქვს.

ბაადურ ჯობავას 2698 ქულა აქვს და 38-ე ადგილზეა. ივან ჩეპარინოვი მას სამი ქულით ჩამორჩება და მე-40 ადგილს იკავებს.

კლასიკური ჭადრაკის 100 საუკეთესოში 23 რუსეთიდანაა, 9 – ჩინეთიდან, 7 – აშშ-დან, 6-6 – აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან და უკრაინიდან, 5 – ინგლისიდან.

ქალთა შორის კლასიკურ ჭადრაკში რეიტინგ-ლიდერი ჩინელი ჰიუ იფანია 2662 ქულით, მეორე ადგილზეც მისი თანამემამულე ჟუ ვენჟუნია 2575 ქულით. მესამე ადგილზე მყოფ უკრაინელ ანა მუზიჩუკს 2569 ქულა აქვს.

ქართველ მოჭადრაკეთა მაჩვენებლები ასეთია:
9. ნანა ძაგნიძე – 2513 ქულა
12. ბელა ხოტენაშვილი – 2491 ქულა
24. ნინო ბაციაშვილი – 2459 ქულა
27. ლელა ჯავახიშვილი – 2452 ქულა
76. მერი არაბიძე – 2387 ქულა
78. სოფიკო გურამიშვილი – 2386 ქულა
81. სალომე მელია 2385 ქულა

საუკეთესო ასეულში 18 რუსეთიდანაა, 11 – ჩინეთიდან, 7-7 –
საქართველოდან და უკრაინიდან, 5 – პოლონეთიდან.

სწრაფ ჭადრაკში რეიტინგის სათავეში არიან:
1. ჟუ ვენჟუნი – 2618 ქულა
2. ჰიუ იფანი – 2607 ქულა
3. ანა მუზიჩუკი – 2592 ქულა

საუკეთესო ორმოცდაათეულში არიან:
12. ნანა ძაგნიძე – 2474 ქულა
23. მერი არაბიძე – 2434 ქულა
30. ბელა ხოტენაშვილი – 2403 ქულა
42. ლელა ჯავახიშვილი – 2377 ქულა
44. მაია ლომინეიშვილი – 2370 წულა
48. ინგა ჭარხალაშვილი -2364 ქულა

ელვისებურ ჭადრაკში დაწინაურებულები არიან:
1. ჰიუ იფანი – 2627 ქულა
2. კატერინა ლაგნო (რუსეთი) – 2587 ქულა
3. ჟუ ვენჟუნი – 2536 ქულა

საუკეთესო ორმოცდაათეულში მყოფ ქართველ მოჭადრაკეებს ასეთი შედეგები აქვთ:
8. ნანა ძაგნიძე – 2488 ქულა
25. მერი არაბიძე – 2381 ქულა
29. სოფიო გვეტაძე – 2372 ქულა
36. ბელა ხოტენაშვილი – 2361 ქულა
43. მაია ლომინეიშვილი – 2348 ქულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...