ფესტივალ “Black Sea Sound”-ის ფარგლებში ტრენინგები დასრულდა

“როგორ ვაქციოთ კონცერტისა და ფესტივალის პიარი თავგადასავლად თქვენთვის და თქვენი სამიზნე ჯგუფისთვის” – ამ სახელწოდებით ბათუმის ამერიკულ კუთხეში არტ მენეჯერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩატარდა. 

ტრენინგის მიმდინარეობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე დაესწრო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აერთიანებს შემოქმედებით და საგანმანათლებლო კომპონენტებს და ხელს უწყობს მუსიკოსებისა და ზოგადად არტ სექტორში დასაქმებულ პირთა პროფესიულ ზრდას“ -აღნიშნა ტრენინგის მიმდინარეობისას თეონა ბერიძემ.

ფესტივალ „Black Sea Sound”-ის ფარგლებში ტრენინგები ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მუსიკალურ ინდუსტრიაში საავტორო უფლებების საკითხებზე, ასევე, მუსიკის თანამედროვე ტრენდებსა და ფესტივალებისათვის პიარ კამპანიის წარმოების თანამედროვე მიდგომებზე.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მცირე მასშტაბის კონცერტები, ხოლო 11 აგვისტოს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად