ფერმერები, რომლებსაც თუთუნი მოჰყავთ, აქციზის გადასახადს აღარ გადაიხდიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომაროს განცხადებით თამბაქოს მწარმოებელი ფერმერები თუთუნის რეალიზაციას აქციზის გადასახადისა და შეფუთვის გარეშე შეძლებენ. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებმა ფერმერებმა, ამ მოთხოვნით ბათუმში, აქცია რამდენჯერმე გამართეს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შემდეგ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №356 ბრძანებით, საქართველოში მოყვანილი თამბაქოს 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში დაფასოების გარეშე მიწოდება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მიწოდება ხდება თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით თამბაქოს იმ მწარმოებლისთვის, რომლის შესახებ ინფორმაცია ასახულია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში საქონელი არ ექვემდებარება აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას.

26 ნოემბერს გამოიცემული ბრძანებით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური აწარმოებს. ამავე უწყებამ უნდა უზრუნველყოს რეესტრის ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირისათვის.

ფინანსთა მინისტრის №356 ბრძანებით, შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში შეტანას, რის თაობაზეც აცნობებს განმცხადებელს და გასცემს რეესტრში შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს.

იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში ჩერდება ვადის დინება, რომელიც განახლდება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად