ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, პირდაპირი მიყიდვის წესით ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენ

მიწის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მთავრობისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სულ ახლახანს გამოვაცხადეთ მიწის სისტემური რეგისტრაციის სამ წლიანი პროგრამა, რომელმაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს მიწის რეგისტრაციის საკითხი ქვეყანაში, მაგრამ გარდა ამისა ჩვენ გვყავს გამოყოფილი ფერმერთა მოიჯარეთა ჯგუფი, რომლებმაც ელექტრონული აუქციონების მეშვეობით, წლების წინ იჯარის სახით სახელმწიფოსგან მიიღეს მიწები, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და ბევრმა მათგანმა მრავალწლიანი კულტურებიც მოიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფერმერებისთვის მიწის პირდაპირი წესით მიყიდვა, მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაასაქმონ.

„დღეის მდგომარეობით ბევრი მოთხოვნა მოდიოდა, როგორც რეგიონებში ვიზიტების დროს, როგორც თქვენ ასევე, მეც ბევრჯერ მქონდა ეს შეხვედრა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, პირნათლად ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით იმ მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში.

ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით უფიქსირებდნენ და ახორციელებდნენ. მეორეს მხრივ ეს მისცემს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შესაძლებლობას, უფრო გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, უფრო მეტი ფინანსური რესურსი მიიღონ საბანკო სექტორიდან და დაასაქმონ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად