ფერაძე: გუშინ რაც პატრულს “ყლ…ბო” ვუძახე, ლამის მადლობები მიხადეს, ასეთი რა ტრენინგი გაიარეს?!

ასეთი შინაარსის ტექტს ავრცელებს თავის სოციალურ ქსელში “პარტიზანი მებაღეების” წარმომადგენელი ნატა ფერაძე, რომელსაც საზოგადოება უფლებადამცველად იცნობს.

“გუშინ რაც პატრულს და რობოკოპებს “ყლეეებოო” ვუძახე, ლამის მადლობები მიხადეს, “უკაცრავად ქალბატონოთი” მერიდებოდნენ. ასეთი რა ტრენინგი გაიარეს?” – წერს ნატა ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, აქციის მინაწილეები, რომლებმაც პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, წყლის ჭავლით დაშალეს. ნატა ფერაძე სწორედ ამ აქციაზე იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი დააკავა.

პ. ს საინფორმაციო სააგენტო “აიპრესი” ემიჯნება ყოველგვარ უცენზურო და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ნებისმიერი პირის მისამართით. ამ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე ეხება “უფლებადამცველს”  საჭიროდ ვთვლით, სააშაკარაოზე გამოვიტანოთ მისი დამოკიდებულება პიროვნებებისა და კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ.

გუშინ რაც პატრულს და რობოკოპებს "ყლეეებოო" ვუძახე, ლამის მადლობები მიხადეს, "უკაცრავად ქალბატონოთი" მერიდებოდნენ. ასეთი რა ტრენინგი გაიარეს?

Posted by Nata Peradze on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2019

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად