ფეხმძიმე პიტბულმა პატრონის ოჯახი კობრისგან დაიცვა თავად კი დაიღუპა (ვიდეო)

შემთხვევა სამშაბათს მოხდა, ცენტრალურ ტაილანდში, საცხოვრებელი სახლის წინ, ეზოში.

2 წლის პიტბულმა, სახელად ნონგ ხორმა, რომელიც ფეხმძიმობის უკანასკნელ სტადიაზე იყო, პატრონის სახლში მონოკლური კობრის (Naja kaouthia) შესრიალების მცდელობას შეუშალა ხელი და წინ გადაუდგა მას.
 
კობრის და პიტბულის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა საბოლოოდ ორივე მათგანის სიკვდილით დასრულდა. პიტბულს კობრამ პირთან რამდენჯერმე უკბინა და ნონგ ხორმმა რამდენიმე წუთში განუტევა სული, თუმცა მანაც შეძლო კობრისთვის სასიკვდილო ტრავმის მიყენება და ისიც მალევე მოკვდა.
 
ნონგ ხორმის პატრონის თქმით, მას შემოესმა ძაღლის გააფთრებული ყეფა, მიხვდა, რომ ეზოში რაღაც ხდებოდა, გავიდა გარეთ, მაგრამ უკვე გვიან იყო, ძაღლს ვეღარ მიეხმარა.
ოჯახმა ნონგ ხორმი, რომელსაც მუცლად მყოფი 10 ლეკვი დღე-ხვალ უნდა გაეჩინა, სახლის უკანა ეზოში დამარხა.
 
ცნობისთვის, მონოკლური კობრა (კაპიშონის უკანა მხარეს “O” ფორმის სიმბოლოს გამოსახულების მქონე კობრა) ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკურ შხამიანი და აგრესიული კობრაა. აგრესიის ხაისხი იზრდება ტემპერატურის მატებასთან ერთად. სიგრძით 1,6 მეტრამდე აღწევს. საცხოვრებლად ამჯობინებს წყლიან გარემოს, თუმცა გვხვდება აგრეთვე ტყებში, ბუჩქნარებში, მინდვრებში, სოფლებში და ქალაქებშიც კი. ზოგიერთ Naja kaouthia-ს 2-3 მეტრის მანძილზე შხამის თვალებში მიფურთხების უნარი შესწევს. აქტიურია დღისითაც და ღამითაც, თუმცა სანადიროდ გასვლას ღამით ამჯობინებს. პატარები, ძირითადად, ამფიბიებით იკვებებიან, დიდები კი სხვადასხვა წვრილი ძუძუმწოვრებით: გველებით, ხვლიკებით, მღრნელებით, ფრინველებით.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად