ფეხბურთის ფედერაციასთან “ქართული მარშის” 40 წუთიანი აქცია დასრულდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან "ქართული მარშის" აქცია დასრულდა, რომელიც 40 წუთი გაგრძელდა. აქციაზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 

როგორც აქციის ლიდერები და მონაწილეები ფედერაციის შენობას მოუახლოვდნენ, ასაფეთქებლების აფეთქება დაიწყეს. შენობასთან მათ დახვდათ პოლიციის კოორდინი. აქციის მონაწილეებმა პოლიციის ფეხებთან ასაფეთქებლების აფეთქება დაიწყეს, რასაც სამართალდაცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ის ცნობით, აქციაზე პოლიციელებმა 6 პირი დააკავეს. რის შემდეგაც აქციის ორგანიზზატორებმა ლგბტ დროშა დაწვეს, რომელიც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ შენობის ეზოში მოისროლა. 

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შეწყდეს საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა. ლიდერებმა სფფ-თან გადაწყვეტილება მიიღეს, რომ "ქართულ მარშს" ვერაზე, ორგანიზაციის ოფისში გადაენაცვლებინათ და სამომავლო გეგმები დაესახათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...