ფეხბურთის ფედერაცია დღეს გურიას სტუმრობდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა დღეს გურიას სტუმრობდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ქალაქ ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ სტადიონზე, კომპანია „ნენასა“ და „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელთან ზურაბ ჩხაიძესთან, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის საფეხბურთო გუნდ „მერცხალსა“ და ჩოხატაურის „ბახმაროს“ შეხვდნენ.

ასევე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებთანაც, რომლებსაც სათამაშო ფორმები გადასცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად