ფეხბურთის მატჩის გამო, დღეს მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, 1 აგვისტოს მეტრო 00:00 საათამდე იმუშავებს. მიზეზი ბორის პაიჭაძის სტადიონზე დაგეგმილი საფეხბურთო მატჩია.

“თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს, ამდენად, უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...