ფეხბურთის მატჩის დროს 25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი მაყურებელი 13 წლის გოგონას დაეცა (ვიდეო)

შემთხვევა 31 აგვისტოს, სან-პაულოში მოხდა.

ბრაზილიის სიდიდით მესამე სტადიონ “მურუმბი”-ზე ადგილობრივი “სან-პაულოს” და პორტუ-ალეგრის “გრემიოს” შეხვედრა მიმდინარეობდა. ფეხბურთელების გასამხნევებლად წამოწყებული სკამებიდან წამოხტომა-შეძახილების ერთ-ერთ მომენტში ყველაზე მაღალ იარუსის პირველ რიგში მყოფი მამაკაცი ძალზე მაღლა და წინ ახტა, თავი ვეღარ შეიკავა, 25 მ “იფრინა” და ორი დონით ქვემო იარუსზე მჯდომ 13 წლის გოგონას დაეცა. და ძალზე მაღლა ამხტარი მამაკაცი მამაკაცი და დაეცა.

საბედნიეროდ, ორივე გადარჩა. გოგონამ სამედიცინო ცენტრი იმ დღესვე დატოვა, მამაკაცმა კი 24 საათის შემდეგ.

ფეხბურთის მატჩი უშედეგოდ დასრულდა – 0:0

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად