ფეხბურთელმა გაჭირვებული თანაქალაქელები დააპურა

"რეალის" მცველმა პეპემ მორიგი საქველმოქმედო აქცია მადრიდის გარეუბანში გამართა. 

ქალაქის ღარიბი უბნის ლას-როსასის უქონელ ემიგრანტებს ფეხბურთელმა 9 ტონა საკვები დაურიგა. პეპემ თვითონ, საკუთარი ხელით მიუტანა პროდუქტები 200-მდე გაჭირვებულ ოჯახს. "რეალის" ფეხბურთელი ყოველთვის გამოირჩეოდა გულისხმიერებით და ეს მისი პირველი საქველმოქმედო აქცია არ ყოფილა. პეპე ხშირად მონაწილეობს მსგავს ღონისძიებებში და თავადაც არ იშურებს ფულს მიუსაფართა და უქონელთა დასახმარებლად.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად