ფეხბურთელების ინგლისის ასოციაციის წინააღმდეგ – შესაძლოა უემბლი დიდ ტურნირებს ჩამოაშორონ

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის ასოციაციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. მათი უკმაყოფილება ევრო 2020-ის ფინალის ცუდ ორგანიზებას უკავშირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას The times ავრცელებს. მედიის ცნობით, ფეხბურთელების უკმაყოფილება ფეხბურთელების მოქმედებებმა გამოიწვია, როდესაც ქომაგებმა პოლიცია გაარღვია და უბილეთოდ სტადიონზე აღმოჩნდნენ. მათმა ნაწილმა კი ბილეთები სხვებს წაართვეს. ამას გარდა დაზარალება მიიღეს მოქალაქეებმა. მაგალითად, ერთ-ერთი შეტაკების დროს ჰარი მაგუაიერის მამამ ნეკნის დაზიანება მიიღო.

აღნიშნული ფაქტების გამო ასოციაცია შეშფოთებულია, რადგანაც შესაძლოა უემბლი დიდ ტურნირებს ჩამოაშორონ.

კომენტარები
იტვირთება...