ფეხბურთელ მარუან ფელაინის კორონავირუსი დაუდგინდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ნახევარმცველს-მარუან ფელაინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ იგი Twitter-ზე წერს.

“ძვირფასო მეგობრებო,ჩემი ტესტი კორონავირუსზე დადებითია.მადლობა გულშემატკივრებს,ექიმებსა და კლუბს ზრუნვისა და ყურადღებისათვის. იმედია,თამაშებს მალე დავუბრუნდები”-აცხადებს 33 წლის ფეხბურთელი,რომელიც ამჟამად ჩინურ კლუბ “შანდონგ ლუნენგში” თამაშობს.

ჩინური მედიის ცნობით,ფეხბურთელი ჯინინის ჰოსპიტალშია იზოლირებული და გადის შესაბამის მკურნალობას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად