ფეისბუქის მუშაობა უკვე მეორედ შეფერხდა

მიმდინარე კვირაში სოციალური ქსელის მუშაობამ უკვე მეორედ განიცადა მასშტაბური შეფერხება. საღამოს 22:00 საათისათვის მომხმარებლები ტვიტერში წერდნენ, რომ ფეისბუქის მთავარ გვერდზე შესვლისას შემდეგი შეტყობინება ხვდებოდათ: "უკაცრავად, რაღაც შეფერხებაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემაზე და გამოვასწორებთ, როგორც კი შევძლებთ".

აღნიშნული შეფერხება დაფიქსირდა ფეისბუქის არა მარტო კომპიუტერის ვერსიაში, არამედ ფეისბუქის მობილურ ვერსიაშიც. სოციალური ქსელი, როგორც ჩანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიუწვდომელი იყო, ვინაიდან აღნიშნული შეფერხების შესახებ ამერიკული გამოცემა TechCrunch-ი წერდა, – აღნიშნავს rbc.

კომენტარები
იტვირთება...