ფეისბუქი სთხოვს გუგლს აიღოს გაფართოება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ძველ ფეისბუქს აღადგენს

ამის შესახებ ფეისბუქზე The Old Layout-ის მიერ განთავსებული პოსტი გვატყობინებს

28 სექტემბერს, 23:34 სათზე გამოქვეყნებული პოსტში The Old Layout წერს, რომ ფეისბუქმა გუგლს სავაჭრო ნიშანზე უფლების დარღვევის საბაბით სთხოვა აიღოს ის გაფართოება, რომლის დახმარებითაც ფეისბუქ-მოხმარებელთა ნაწილმა ფეისბუქის ძველი მაკეტი დაიბრუნა.

გაფართოების შემქმნელი, პროგრამული უზრუნველმყოფი The Old Layout წერს პოსტში, რომ ის 24 საათის განმავლობაში შექმნის ახალ. გაუმჯობესებულ გაფართოებას. მისი თქმით პოსტის დაწერის მომენტში ფეისბუქის 200 ათას მომხმარებელს ჰქონდა დაბრუნებული ფეისბუქის ძველი მაკეტი.

პოსტის კომენტარებში ფეისბუქ-მოხმარებლები წერენ, რომ მათ მოსწონდათ ძველი მაკეტი და მოუთმენლად დაელოდებიან The Old Layout-ის მიერ ახალი გაფართოების შექმნას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად