ფედერიკა მოგერინი: რიგის სამიტი იძლევა შესაძლებლობას, დაისახოს სამომავლო გეზი

ბრატისლავაში ,,ვიშეგრადის ოთხეულის’’და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობს, მთლიანად მიეძღვნა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტს, მოსამზადებელ სამუშაოებს და  აღნიშნულ ფორმატში ჩართულ ქვეყნებთან ვიშგრადის ოთხეულის შემდგომ თანამშრომლობას.

შეხვედრას  ლატვიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები,საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი,ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათასაკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ესწრებოდნენ.

სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ფედერიკა მოგერინიმ განცხადებები გააკეთეს რიგის მოახლოებულ სამიტზე. როგორც ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ედგარს რინკევიჩუსმა აღნიშნა რიგის დეკლარაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სამიტმა უნდა განამტკიცოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის იდეა და ახალი შესძლებლობები მისცეს აღნიშნულ ქვეყნებს.

„ჩვენ ყველანი ვიზიარებთ იმ აზრს, რომ ამ სამიტმა უნდა დაადასტუროს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანი, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში მდგომარეობს, კერძოდ, ამ სამიტის მიზანია მხარი დაუჭიროს  რეფორმების პროცესს იმ ქვეყნებში, კერძოდ,უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში,   რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების   შეთანხმებები გააფორმეს. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ რიგის სამიტზე კონკრეტული შედეგების მიღებას და კონკრეტულ საგზაო რუკის შედგენას მომავლისთვის, მათ შორის მობილურობისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ , ეს არის უპირველეს ყოვლისა ურთიერთობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, იმისათვის რომ გამოინახოს გზები  სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დონზე თანამშრომლობის მიზნით“ – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, რიგის სამიტს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი წინამძღვრები აქვს.

„ნეგატიური მხარე არის ის, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მკვეთრად გაუარესდა,  ხოლო პოზიტიურ ფაქტორად განვიხილავთ  აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ  წევრ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებას . რიგის  სამიტი იძლევა შესაძლებლობას ძალზედ ღიად, პრაგმატულად და კონკრეტულად დაისახოს სამომავლო გეზი , იმ მიღწევების ფონზე, რომლებიც  უკვე გვაქვს. ჩვენ უნდა გაგვაგრძელოთ სვლა ამ კონკრეტულ გზაზე,  რიგითი ადამიანების, რიგითი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, და ვითანამშრომლოთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა  მობილურობა, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა დატრანსპორტი“ – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად