ფედერიკა მოგერინი: პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირსა და საქართველოში თანაბრად შეინიშნება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მოგერინის თქმით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. 

“შეხვედრისას განვიხილეთ, თუმცა საჯაროდაც უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული. პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირსა და საქართველოში თანაბრად შეინიშნება. ეს ნამდვილად წარმატების ისტორიაა ევროკავშირის მოსახლეობისა და ქართველი ხალხისათვის. მინდა მივულოცო ჩვენ ყველას ეს მიღწევა – ეს მხოლოდ დასაწყისია – დროთა განმავლობაში ჩვენი ხალხისა და ბიზნესისათვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა იქნება შესაძლებელი. 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის შემდეგ შესაძლებლობას, რათა ეს პროგრესი კიდევ უფრო წინ წავიდეს. დიდი მადლობა ასოცირების საბჭოს შესანიშნავი შეხვედრისათვის და მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობის შემდეგ შესაძლებლობას,”-აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად