ფედერიკა მოგერინი: მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს უკრაინული გემები და სამხედრო მოსამსახურეები

ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლოს.

“ეუთო-ს ფუნდამენტური პრიციპები ისეთი, როგორიცაა ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, საერთაშორისო ნორმების დაცვა, სამხედრო კონფრონტაციისგან თავის არიდება, დღეს კვლავ უხეშად ირღვევა, რაც ჩვენს კოლექტიულ უსაფრთხოებას ზიანს აყენებს.

ამის ნათელი მაგალითია აზოვის ზღვაში შექმნილი ვითარება და ყირიმის უკანონო ანექსია რუსეთის მიერ. მოვუწოდებთ რუსეთს, გაათავისუფლოს უკრაინული გემები და სამხდრო მოსამსახურეები.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაღირებთ იმ ტერიტორიებზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელსაც უკრაინა ვერ აკონტროლებს. ასევე სრულად ვუჭერთ მხარს მინკსის მოლაპარაკებების ფორმატს, მოლდოვასა და საქართვლოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას”,- აცხადებს მოგერინი.

 

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად