ფედერიკა მოგერინი: იმედია, ვიზალიბერალიზაციაზე მალე პოზიტიურ ამბავს შეიტყობთ

“იმედი მაქვს, რომ მალე საქართველო პოზიტიურ ახალ ამბავს შეიტყობს ვიზალიბერალიციის პროცესთან დაკავშირებით”,– განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესიწარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის პროცესებში რეალურად პოზიტიურია.

„მართალია ვერ გავაკეთებთ წინასწარ პროგნოზს, მაგრამ აშკარად ვხედავთ და ვჭვრეტთ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ,“–აღნიშნა მოგერინიმ.

მისივე თმით, ევროკავშირი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...