ფედერაციის საბჭოს წევრი, არსენ ფაძაევი, ქართველებს მოუწოდებს გაბუნია ჩამოახრჩონ

ძალადობრივი მოწოდებებითაა გაჯერებული ფედერაციის საბჭოს წევრის, არსენ ფაძაევის სიტყვები, რომელსაც ის ტელეგრამ-არხით ავრცელებს.

“თქვენ თავად უნდა ჩამოახრჩოთ ის თბილისის ცენტრში. სხვაგვარად პატიება არ იქნება. თავად აიღეთ და ჩამოახრჩვეთ იგი. . მაშინ, მე ვფიქრობ, ყველანი გაგიგებენ.. სხვანაირად ეს არასწორი იქნება და თქვენ ვერავინ გაგიგებთ”

სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ ჟურნალისტი ფეხით “უკვე დიდხანს ვერ ივლის”.

არსენ ფაძაევი ჩრდილოეთ ოსეთიდან არის ზედა პალატის სენატორი. აგრარულ-სასურსათო და სასურსათო კომიტეტის წევრია. ორგზის ოლიმპიური და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში.

შეგახსენებთ, რომ:

რუსეთის დუმის თავმჯომარის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ კომიტეტი მხარს დაუჭერს იმპორტზე და ფულად გადარიცხვებზე აკრძალვას. ის არ გამორიცხავს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დამატებითი ზომების მიღებას, რადგან “ის, რაც მოხდა (მხედველობაში აქვს გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინება) – ზღვარს მიღმაა”

განსხვავებულად ფიქრობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ფედოტოვი. ის მოუწოდებს რუსეთის ხელისუფალთ, თავი შეიკავონ საქართველოსთან დაკავშირებულ აკრძალვითი ზომებისგან, რადგან ეს დააზარალებს უბრალო ადამიანებს.

“მე დამწუხრებული ვარ იმით, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობა რუსეთს და საქართველოს შორის ოფიციალურ დონეზე. ყველაზე სავალალოა ის, რომ ეს აისახება ჩვენ ხალხებზე, უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე. მე მოვუწოდებ მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა არ დაზარალდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი კავშირი ცალკეული პოლიტიკოსების და პროპაგანდისტების ანტირუსულ გამოხტომებთან”, – აცხადებს მიხეილ ფედოტოვი სააგენტო “ინტერფაქსთან” ნევეროვის განცხადების კომენტირებისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...