ფაუჩის მოადგილის სიტყვებია: მოგიწოდებთ, პატარა საქართველოსგან დიდმა ქვეყნებმა აიღოთ მაგალითი

საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხოლოდ ახლა, პანდემიის დროს აღმოაჩინა, რომ ქართველმა ექიმებმა Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ისეთი რამ შეძლეს, რამაც მსოფლიო გააოცა.
როგორც ჩანს, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რა უძღოდა წინ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას და როგორ დაამარცხეს სწორედ ამ ექიმებმა ის უმძიმესი დაავადება, რამაც არაერთი ადამიანი იმსხვერპლა… იმდენად ბევრის, რომ სტატისტიკის შედარებაც კი არარელევანტულია ახალ კოვიდ 19-ის ლეტალურ შედეგებთან.

მაშინაც, ამ დიდ გამოწვევას თენგიზ ცერცვაძე და მისი გუნდი ჩაუდგა სათავეში.

“დღეს ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე ბატონ თენიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუ როგორ მკურნალობს ბატონი თენგიზი და მისი გუნდი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებით რომლის შესახებ გუშინ ამერიკის პრეზიდენტი საუბრობდა როგორც დიდ მიღწევაზე ამერიკული მედიცინის.  არ გამიკვირდა და იცით რატომ, იმიტომ რომ მონაწილე ვარ დებატების რომელიც იმართებოდა ც-ჰეპატიტის სახელმწიფო კომისიის სხდომებზე პრეპარატ ჰარვონთან დაკავშირებით.

არც ერთ გაიდლაინში მსოფლიოში არ იყო გამოყენებული იმ დროს ჰარვონი ც-ჰეპატიტის მე-3 გენოტიპის სამკურნალოდ.

პირველად მსოფლიოში ბატონი თენგიზის მეთაურობით გაკეთებულ გაიდლაინში ჩაიწერა ამ ფორმის ჰარვონით მკურნალობა (შედეგი საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის ცნობილია). ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა და ამის შესახებ როდესმე დავწერ(ეხლა ამის დრო არ არის).
დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ უდიდესი მეცნიერის გადაწყვეტილების სისწორე.“ – ამ შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ.

C ჰეპატიტის პროექტის წარმატებაზე ის შედეგი მეტყველებს, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა „გილიადმა“ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა. საქართველოში 68 000-ზე მეტი ადამიანი სამუდამოდ განიკურნა ამ სენისგან.

რა წვლილი მიუძღვით ქართველ ექიმებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში, როგორ დაიწყო მოლაპარაკებები და რატომ აირჩიეს პატარა საქართველო იმ უდიდესი პროგრამის განსახორციელებლად, რომელსაც არაერთი ქვეყანა ელოდებოდა რიგში, ამის შესახებ  „აიპრესი“ საქართველოს ელჩს ბელარუსში, პროფესიით ექიმს, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელს, ვალერი კვარაცხელიას ესაუბრა.. ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

C ჰეპატიტის პროგრამიდან Covid 19-ის ეპიდემიამდექართველი ექიმები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს  (ინტერვიუ ვალერი კვარაცხელიასთან

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს ინტერვიუდან:

“გილიადი”, ფაუჩი და ქართველი ექიმები…

აიპრესი: თქვენ ძალიან სერიოზული ურთიერთობები ჩამოგიყალიბდათ  „გილიადთან“. ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს “რემდესივირს”…

ვალერი კვარაცხელია: ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე, ჩვენ ვართ მათი მეგობრები, ძალიან კმაყოფილები არიან იმით, რაც გავაკეთეთ, როგორც ვიმუშავეთ.

ჩვენი მეზობლები, რომლებსაც ჩვენი არაფერი მოსწონთ, კონფერენციაზე მეკითხებიან რატომ მოგცეს ეს პროგრამა თქვენ? ალბათ პოლიტიკა იყოო. არანაირი პოლიტიკა, ბიზნესპროექტია, „გილიადი“ მიხვდა, ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით კარგად, მსოფლიოში გაყიდვები გაიზრდებოდა.

ეს მართლაც ასე მოხდა, გაიზარდა გაყიდვები, ისინიც კმაყოფილები არიან, გვაქვს ადამიანური ურთიერთობები, ვმეგობრობთ.  გუშინწინაც ვესაუბრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს…

ფაუჩის მოადგილე: მოგიწოდებთ, პატარა საქართველოსგან დიდმა ქვეყნებმა აიღოთ მაგალითი

აიპრესი: აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, ენტონი ფაუჩისთან გქონიათ შეხების წერტილი?

ვალერი კვარაცხელია: როგორ არა! ჩვენ რომ ჩავდიოდით, CDC-ში იმართებოდა კონგრესები. ვიცნობთ კარგად ბატონ ფაუჩის მეც, ბატონი თენგიზ ცერცვაძეც, ამირან გამყრელიძეც.

მინდა ამ ინტერვიუს დავამატო ორი რამ: ჩვენ ასე მომზადებული რომ შევხვდით ამ პროცესს და სიტუაციას, ამაში  C ჰეაპატიტის პროექტის დამსახურებაც არის. ის იყო უდიდესი გამოცდილება! 2019 წელს, საქართველო გახდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის სტატუსის მქონე.

ზუსტად ფაუჩის მოადგილის სიტყვებს გეტყვით, ამერიკაში, სან-ფრანცისკოში კონგრესის დროს, თქვა „მე მოგიწოდებთ, პატარა საქართველოსგან დიდმა ქვეყნებმა აიღოთ მაგალითი, როგორ უნდა გადაჭრათ გლობალური პრობლემები“.  ეს ჩემი სიტყვები არ არის….

ანტონი ფაუჩიმ საქართველოს COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად