“ფასილიტაციიდან მედიაციამდე” და “კამიკაძის კოალიცია” – ვინ არის შარლ მიშელი და რატომ ეძახიან მას “კომპრომისების ოსტატს”

ვინ არის შარლს მიშელი, ევროპელი დიპლომატი, რომელმაც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება დღეს სხვა რელსებზე დააყენა და ქართულ პოზიცია-ოპოზიციას ურთიერთობების სხვა ფორმაზე გადასვლა შესთავაზა.

“საკმარისია ფასილიტაცია, გადავდივართ მედიაციაზე ” – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და პრემიერი და ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში შეკრიბა.

ვინ არის შარლ მიშელი, რომელსაც ევროპულ დიპლომატიაში მეტსახელად “კომპრომისების ოსტატს” ეძახიან? “აიპრესი” გაგაცნობთ შარლ მიშელის მოკლე ბიოგრაფიულ მიმოხილვას.

2019 წლის ზაფხულში, ევროპული საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ახალგაზრდა დიპლომატი შარლ მიშელი აირჩიეს. საზეიმო ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართა, შარლ მიშელს მისმა წინამორბედმა დონალდ ტუსკმა ზარი გადასცა, რომელიც ევროსაბჭოს უფლებამოსილების გადაცემის სიმბოლოს წარმოადგენს.

შარლ მიშელის ბიოგრაფია

შარლ მიშელი 1975 წლის 21 დეკემბერს დაიბადა, ქალაქ ნამურში, ის ოჯახის პირველი ვაჟიშვილი გახლდათ. შარლის მამა ლუი მიშელი საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ადრე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, ასევე ევროპარლამენტარი და ევროკომისარი განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.

პოლიტიკური კარიერა

ჯერ კიდევ მოზარდი შარლ მიშელი თავისი მამის პოლიტიკურ პლაკატებს არიგებდა და შევიდა ორგანიზაციაში ” ჟოდუანის ახალგაზრდა ლიბერალი-რეფორმატორები. 7 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო. უკვე სრულწლოვანი შარლ მიშელი ბრაბანტის პროვინციაში მრჩეველი გახდა.

ამ დროს ის სწავლობდა ბრიუსელის ფრანგულენოვანი თავისუფალი უნივერსიტეტის და ამსტერდამის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ადვოკატის დიპლომი აიღო.

2000 წელს კი 25 წლის შარლ მიშელი, ბელგიის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა ვალონიის პროვინციაში. იმავე წელს, მან მუშაობა დაიწყო ქალაქ ვავრის ქალაქის საბჭოში.

2004 წელს გახდა პარტია რეფორმატორთა მოძრაობის პრეს-მდივანი, ხოლო 2006 წელს ქალაქის მერი. 2007 წლისა და 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, შარლ მიშელი ხელახლა აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში.

20072011 წლებში იყო ბელგიის განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი. ამავდროულად ქალაქ ვავრის მერიც. 2014 წლის 11 ოქტომბერს მეფე ფილიპემ ოფიციალურად დანიშნა პრემიერ-მინისტრად.

2018 წელს, ბელგიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რაც უკავშირდებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამიგრაციო  პაქტთან მიერთებას. 2018 წელს შარლ მიშელმა დაწერა განცხადება და თანამდებობა დატოვა.

შარლ მიშელის კაბინეტი ცნობილია როგორც რეფორმატორები და მათი საქმიანობა უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვან რეფორმას.

საინტერესო დეტალები შარლ მიშელზე…

ბელგიის მთავრობაში მუშაობის დროს შარლ მიშელს მეტსახელად “კომპრომისების ოსტატი” შეარქვეს. მან მოახერხა  კოალიციის შექმნა 4 პარტიისგან, რომელსაც “კამიკაძის კოალიციას” ეძახდნენ, რადგან მოლაპარაკებები ფორმირებასთან დაკავშირებით 138 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც ბელგია მთავრობის გარეშე ცხოვრობდა.

ფრანგულის გარდა, შარლ მიშელი სრულყოფილად ფლობს ნიდერლანდულ და ინგლისურ ენებს.

ასევე, შარლ მიშელი გახლდათ ის პოლიტიკოსი, რომელმაც 2009 წელს ძალიან მკაცრი და კატეგორიული განცხადება გააკეთა რომის პაპ ბენედიქტე XVI გამოსვლასთან დაკავშირებით, თითქოს პრეზერვატივები ხელს უწყობდა შიდსის გავრცელებას. შარლ მიშელმა რომის პაპის განცხადებას სკანდალური და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო უწოდა.

შარლ მიშელს ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

 

https://24tv.ua/ru/sharl_mishel_stal_novym_predsedatelem_evropejskogo_soveta_chto_o_nem_izvestno_n1243050

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...