ფაშისტური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ჭელიძეს 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრ გიორგი ჭელიძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 6 თვით შუფარდა.

“2019 წლის 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ გ.ჭ.-ს მიმართ.
სასამართლომ განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ გ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელისტყვიამფრქვევებისათვის და სხვა.
აღნიშნულ ვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლშიმართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლო გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...