ფაშინიანმა სომხეთში კრიზისული სიტუაციის დაძლევის გეგმა წარადგინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა კრიზისული სიტუაციის გადაჭრის გზები, მეთოდები და პროგრამები. ფეისბუკის პირად გვერდზე მან დაწერა, რომ საკუთარ თავს მიიჩნევს მთავარ პასუხისმგებელ პირად, შექმნილი ვითარების დაძლევისა და ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებისთვის.

ნიკოლ ფაშინიანმა წარადგინა 15 პუნქტიანი რუკა შემდგომი მუშაობისთვის და განაცხადა, რომ იგი აპირებს მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების დაწყებას.

უახლოეს მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის განახლება ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფორმატში, მთიანი ყარაბაღის მკვიდრთა დაბრუნების უზრუნველყოფა, დაზიანებული სახლების, ბინებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა, სამხედრო მოსამსახურეებისა და პატიმრების ოჯახებში დაუყოვნებლივი დაბრუნების გარანტიის უზრუნველყოფა.

“ამ ყველაფრის მთავარი მიზანი არის სომხეთში დემოკრატიული სტაბილურობის უზრუნველყოფა და გარანტიების შექმნა, რომ არაფერი ემუქრება ძალაუფლების ფორმირებას ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვის გზით”, – შეაჯამა ნიკოლ ფაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად