ფაშინიანმა პუტინს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შაბათს გაუგზავნა წერილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელშიც ის დეტალურად აღწერს მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოკავშირეთა ხასიათიდან გამომდინარე სთხოვა დაედგინა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს თხოვნით, დაუყოვნებელი კონსულტაციების დაწყების შესახებ, რათა განისაზღვროს სომხეთისთვის რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის ფორმა და ხარისხი იმისათვის, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა, როგორც მოკავშირეთა ურთიერთობების საფუძველი, რომელიც ემყარება 1997 წლის 29 აგვისტოს მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების მე -2 მუხლს”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

წერილში, ფაშინიანმა ნათლად გაუსვა ხაზი ახლო აღმოსავლეთიდან უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების გადაყვანისა და მთიანი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებებში მათი მონაწილეობის გარემოებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად