ფაშინიანი: სომხეთი მუდამ გრძნობდა რუსეთის მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთი გრძნობდა რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის ომის დროს. ფაშინიანისა და შოიგუს შეხვედრის ფრაგმენტი გამოქვეყნდა სომხეთის პრემიერ მინისტრის ვებგვერდზე.

”მინდა აღვნიშნო, რომ ომის დროს ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით რუსეთის ფედერაციის, რუსეთის პრეზიდენტის, რუსეთის პრემიერ- მინისტრის, თქვენს პირად მხარდაჭერას და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისათვის”, – თქვა ფაშინიანმა.

”რა თქმა უნდა, ომამდე დრო არც ისე მარტივი იყო, მაგრამ ახლა უფრო რთული დროც დადგა და ვიმედოვნებთ, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ გავაღრმავოთ თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოების სფეროში”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა გამოხატა დარწმუნება, რომ უახლოეს მომავალში სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ”თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და სტრატეგიული იქნება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად