ფაშინიანი აცხადებს, რომ კონფლიქტის გამწვავება მთიან ყარაბაღში სომხეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს

კონფლიქტის გამწვავება მთიან ყარაბაღში საშიშროებაა სომეხი ხალხისთვის. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

“ჩვენ ყველანი ამას აღვიქვამთ, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს ჩვენი ხალხისთვის, როგორც ომს, რომელიც სომეხ ხალხს გამოუცხადეს”, – განაცხადა კაბინეტის ხელმძღვანელმა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი უკვე მონაწილეობს კონფლიქტში. “ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ თურქეთი რეალურად არის ჩართული ამ პროცესში”, – თქვა ფაშინიანმა. მისი თქმით, თურქეთის სამხრეთ კავკასიაში ყოფნა კარგს არაფერს გამოიწვევს, მას მხოლოდ საომარი მოქმედებების მასშტაბის გაფართოება შეუძლია.

ფაშინიანმა თქვა, რომ ანკარადან მაღალი რანგის სამხედროები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან. “ჩვენი სანდო ინფორმაციის თანახმად, სამხედრო ინსტრუქტორები და მაღალი რანგის სამხედროები ახლა აზერბაიჯანის სამეთაურო პუნქტებში იმყოფებიან და ზოგან სამხედრო ოპერაციებსაც კი ხელმძღვანელობენ”, – თქვა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

ფაშინიანმა მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმოს ანკარისა და ბაქოს ქმედებები და მოითხოვოს თურქეთის რეგიონიდან გასვლა.

ერევანი აცხადებს, რომ თურქეთი აზერბაიჯანის მხარეს არის ყარაბაღის კონფლიქტში, რომელიც 27 სექტემბრის შემდეგ გამწვავდა – მხარეები განაგრძობენ დარტყმებს მძიმე იარაღის გამოყენებით. ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში და სამხედრო აგრესიაში. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, როგორც სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 სექტემბერს თურქეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელი F-16 ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა და სომხური “სუ-25” ჩამოაგდო. ანკარამ თქვა, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად