ფასების ვარდნის შემდეგ, ნავთობის ღირებულება გაიზარდა

Brent-ის მარკის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი 2,3%-ით გაიზარდა, რაზეც ICE-ს ბაზრის მონაცემები მოწმობს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 57,61 აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი კი 2,76%-ით გაიზარდა და 52,54 აშშ დოლარი შეადგინა.

მანამდე კი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5,46%-ით დაეცა. მინიმალური მაჩვენებლის დროს ფიუჩერსების ფასი 55,88 აშშ დოლარი იყო. ამასთან, WTI-ის ფიუჩერსების ფასი 51,24 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 4,44%-ით ნაკლებია იმ მაჩვენებელთან შეადრებით, რომელიც ბაზრის მუშაობის წინა დახურვისას დაფიქსირდა.

ბაზრის – Tradition Energy – კვლევების ვიცეპრეზიდენტის ჯინ მაკგილიანის თქმით, ნავთობის ფასების დაცემა უკავშირდება შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო ომს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...