ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სკრინინგი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, განსაკუთრებით ჩიყვი საქართველოს მოსახლეობისთვის მეტად აქტუალურ პრობლემად იქცა.

ამ ორგანოს დაავადებათა მთავარი მიზეზი იოდის დეფიციტია. ასევე შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია გამოწვეული იყოს თირეოიდული ჰორმონების სინთეზში მონაწილე ფერმენტული სისტემების თანდაყოლილი დეფექტით, ეთნიკური ან გენეტიკური განწყობით, სტრესული და სხვა ეგზოგენური ფაქტორებით, მაგალითად, თამბაქოს მოხმარებით
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მთელ მსოფლიოში საკმაოდ არის გავრცელებული, ხოლო საქართველოსთვის მეტად აქტუალური პრობლემაა .განსაკუთრებულ ყურადღებას და მკურნალობის ტაქტიკას საჭიროებს ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელთაც იოდით უზრუნველყოფილ გარემოში უშუალო გასინჯვით ასიდან 4-6 შემთხვევაში ავლენენ, იოდდეფიციტურ გარემოში კი მათი გავრცელების სიხშირე გაცილებით მაღალია. საკმაოდ ხშირია აუტოიმუნური ცვლილებებით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებიც.

ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკში მნიშვნელოვანი როლი სკრინინგულ გამოკვლევებს აქვს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი სამედიცინო ცენტრია ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების, როგორც კონსერვატიული ისე ქირურგიული მკურნალობის მიმართულებით, სადაც შესაძლებელია ჩაიტაროთ სკრინინგული გამოკვლევები, როგორც მერიის უფასო პროგრამის ფარგლებში თბილისის მოსახლეობისთვის, ისე სპეციალურ ფასად პროგრამის გარეშე ( საქართველოს მოქალაქეებისთვის)

სკრინინგული კვლევის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით.
პროგრამის ფარგლებში თქვენ უფასოდ ჩაგიტარდებათ: ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, თირეოტროპული ჰორმონის კვლევა სისხლში(TSH), საჭიროების შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური გამოკვლევა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით
#ფარისებრიჯირკვლისსკრინინგი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...