ფარერებზე რეკორდული რაოდენობის, 1428 ვეშაპი-პილოტი, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორი დახოცეს (ვიდეო)

კვირა საღამოს, ფარერის კუნძულებზე, რეკორდული რაოდენობის ვეშაპისნაირი დახოცეს

არსებული “ბარბაროსული პრაქტიკის” წინააღმდეგ მებრძოლი ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია Sea Shepherd-ის ინფორმაციით, კვირა საღამოს, ფარერების კუნძულზე მდებარე სოფელ სკალაფორდიურის სანაპირო წყლებში 1428 ვეშაპი-პილოტი, თეთრგვერდა დელფინი და ზღვის ღორის დახოცეს.
 
ფარერების კუნძულებზე ვეშაპისნაირებზე ნადირობა უძველესი ტრადიციაა და კანონით არ არის აკრძალული.
 
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირა საღამოს ფარერების კუნძულებზე დახოცილ ვეშაპისნაირთა ოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა 1940 წელს დაფიქსირებულ დღიურად დახოცილ ვეშაპისნაირთა რეკორდულ ოდენობას – 1200-ს.



კომენტარები
იტვირთება...