ფარაონ ტუტანხამონის ბიუსტი 6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

აუქციონის სახლმა Christie’s, ფარაონ ტუტანხამონის ბიუსტი 4,7 ფუნტად გაყიდა, რაც თითქმის 6 მილიონი აშშ დოლარია. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აუქციონის სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ეგვიპტის სიძველეების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ფარაონის თავის სკულპტურული გამოსახულება შესაძლოა მოპარული ყოფილიყო 1970-იან წლებში, როდესაც აკლდამიდან სხვა სიძველეებიც მოპარული იყო.

ამგვარად, აუქციონის სახლმა ტუტანხამონის ბიუსტის მფლობელის ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც 1960-იანი წლებიდან იწყება.

ივნისის შუა რიცხვებში, ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთისგან მოითხოვა, რომ შეეწყვიტათ ბიუსტის გაყიდვის მცდელობები და დაებრუნებინათ იგი ლუქსორში. სამინისტრომ აგრეთვე მოუწოდა, რომ არც სხვა ძველი ეგვიპტური არტეფაქტები არ გაეყიდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად