ფალავანდიშვილი: “ღირსების მარშის” გასაპროტესტებლად დღეს 19:00 საათზე “ვაკის პარკში” ვიკრიბებით

ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელი , გურამ ფალავანდიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.

გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, 8 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ გაპროტესტებას დღეს დაიწყებენ, რის გამოც, ისინი 19:00 საათზე თბილისში, ვაკის პარკში შეიკრიბებიან.

ამასთან, მისი განმარტებით, „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად, ისინი 8 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.

„8 ივლისს, დილის 10 საათიდან ვერის პარკში ვიკრიბებით დაანონსებული ლგბტ პრაიდის ჩასაშლელად. რადგან საათი და ადგილი არ არის ცნობილი, ვფიქრობთ, ვერის პარკი ოპტიმალური ადგილია შესაკრებად, ვერის პარკიდან ქალაქის ყველა ძირითადი ლოკაცია 2 ნაბიჯშია,“ – წერს სოციალურ ქსელში გურამ ფალავანდიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, „ღირსების მარში“ ხვალ ივლისს გაიმართება, თუმცა კონკრეტული ლოკაცია და დრო ცნობილი არ არის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად