ფალავანდიშვილი And then we danced-ზე: შევალთ კინოთეატრში და “შტეფცელიდან” გამოვრთავთ აპარატს

ამის შესახებ, საზოგადეობა „ზნეობის“ წარმომადგენელმა და აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან ვერის ბაღში განაცხადა, სადაც ფილმ And then we danced – ის კინოთეატრებში ჩვენებას აპროტესტებენ.

“ხელებაწეულები, შიშველი ხელებით შევალთ კინოთეატრში, არა ფიზიკურად, კომბელბით და ჯოხით. ამას ვგეგმავთ მშვიდობიანი ფორმით.
გვინდა პოლიციელები გავწიოთ და შევიდეთ კინოთეატრში დავიკავოთ დარბაზი, შტეფცელიდან გამოვრთოთ აპარატი. არავის ხელით არ შევეხებით. ისე არ იქნება პოლიციას ჯოხებს რომ ურტყამენ. ეს კინო ჩვენება არის ბოროტმოქმედება. ეს ბოროტმოქმედება უნდა შეზღუდო. თუ სახელმწიფო არ აღკვეთავს ამას, ჩვენ უნდა აღვკვეთოთ.”-ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად