ფაიქ ოზტრაქი: საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, რეფორმები უნდა გაგრძელდეს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ფაიქ ოზტრაქის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონში სტაბილური გარემოა, რაც ინვესტორებისთვის კარგი პერსპექტივაა.    

"საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. რეფორმები, რომელიც ხორციელდება, დაეხმარება საქართველოს სწორ პოზიციონირებაში. ეს მზარდი ეკონომიკაა. შარშან ტემპი ცოტა დაეცა, თუმცა წელს მოლდინია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ოთხი პროცენტი იქნება. ეს კი შთამბეჭდავი შედეგია იმისა, რაც რეგიონში ხდება. ვფიქრობ, ამ რეგიონში სტაბილური გარემოა, რაც ინვესტორებისთვის კარგი პერსპექტივაა. ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში კაპიტალდაბანდება გაიზარდება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში. საქართველოს სწორი მიმართულებით მიდის და ეს კურსი უნდა შენარჩუნდეს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს",-განაცხადა ოზტრაქმა.     

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად