ფაჩულიამ გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა

”NBA UK-ის” ოფიციალურ ”ფეისბუქ” გვერდზე, გულშემატკივრის კითხვებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ”მილოუკ ბაკსის” კალათბურთელი ზაზა ფაჩულია პასუხობდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გულშემატკივართა უმრავლესობა, ქართველები იყვნენ. მათ ზაზას არაერთი კითხვა დაუსვეს და კეთილი სურვილებიც გაუზიარეს. კითხვები იყო არამხოლოდ კალათბურთზე, არამედ სხვა საინტერესო თემებზე დაუსვეს. ფაჩულიამ გულშემატკივრების ყველა კითხვას გასცა პასუხი.

”აპრესი” უცვლელად გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს.

– რა შანსები აქვს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე?

– მომწონს ჩვენი შანსები. მთავარია ყველა ტრავმების გარეშე იყოს

– რომელია შენი საყვარელი კალათბურთელი?

– ტიმ დანკანი

– ზაზა, რაიმე ახალი შემოთავაზებები გაქვს?

– ჯერ კიდევ ორი წელი მაქვს ”ბაკსთან” კონტრაქტი.

– მოგწონს ”ბაკსში” თამაში?

– როგორ შეიძლება გახდეს ”ბაკსი” უკეთესი გუნდი?

– სრული ძალით მუშაობით

– დიახ

– ვინ გახდება წელს “NBA-ს” ჩემპიონი?

– ”ბაკსი”

– შენი მთავარი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, თუ უბრალოდ გსიამოვნებს კალათბურთის თამაში?

– ორივე

– ლებრონი თუ კობი?

– დღესდღეობით ლებრონი მირჩევნია.

– ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, რომლის წინააღმდეგაც გითამაშია…

– შაკი(შაკილ ო’ნილი) და იაო(იაო მინგი)

– საყვარელი ევროპული კლუბი კალათბურთში

– არცერთი, მე უბრალოდ ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობ

– გიყვარს თუ არა ფეხბურთი და რომელია შენი საყვარელი გუნდი?

– ”ბარსელონა”

– რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი?

– მესი

– შენი საყვარელი მუსიკოსი…

– კრის ბოტი

– საყვარელი კერძი

– ქართული სამზარეულო მიყვარს. განსაკუთრებით ხინკალი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად