ფაბლაბ ილიაუნი მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა

საქართველოში პირველმა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ, ე.წ. ფაბლაბ ილიაუნიმ (FabLab), რომელიც, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის მიწურულს გაიხსნა, ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა. 

ფაბლაბ ილიაუნი თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა – დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერულიმჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა დანადგარებით), კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით. 

ლაბორატორია საშუალებაა გამომგონებლებისა და მეწარმეებისათვის, შექმნან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი სტარტაპ-კომპანიების მშენებლობას. 

ფაბლაბის მიზანია იდეების გენერირება, გამოგონებებისა და საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც წაახალისებს საქართველოში ინოვაციური ინფრასტრუქტურისგანვითარების პროცესს. ფაბლაბი გეგმავს მაკათონის ღონისძიებებს და გამომგონებელთა გამოფენებს. ფაბლაბი კვირაში 7 დღეს მუშაობს და 2 დღეს სრულიად უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად