ფაბიო კაპელო: “მიყვარს “ოსტატი და მარგარიტა”, “დიდი თეატრი”, ბორში და “ოლივიე”

გამომცემლობა “Sport Stories"-მა რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ერთი კითხვაც არ დაუსვა ფეხბურთზე. 

"იტალიელები ტრადიციულად ახალ წელს ერთ ძველ ნივთს იშორებენ ხოლმე, ფანჯრიდან ყრიან. ეს სამხრეთელების ტრადიციაა, ჩვენ ამას, როგორც წესი, არ ვაკეთებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომში ეს სახიფათოა.  სულ ვფიქრობ, რას გადავაგდებდი… ალბათ, ზოგიერთ ადამიანს. ვხუმრობ, მე ძალიან მიყვარს ადამიანები. მაინც ვიტყვი, რა არის ყველაზე ცუდი რამ დედამიწაზე – ისლამური სახელმწიფო. მე არ მიყვარს მკვლელები! ისინი მკვლელები არიან! მჯერა, რომ მსოფლიო გაცილებით უკეთესი გახდება, თუ არ იქნება ომი. მხოლოდ მაშინ შევძლებთ, ყველა ერთად ვიყოთ.“ – განაცხადა ფაბიო კაპელომ.

კაპელომ ბევრი ისაუბრა რუსულ სამზარეულოზე, კულტურასა და ლიტერატურაზე.

როგორც აღმოჩნდა იტალიელს უყვარს ბორში და სალათი "ოლივიე". "ჩვენთანაც ამზადებენ ამ სალათს და „ რუსულ სალათს“ ეძახიან. დედა ხშირად ამზადებდა. მისაყოლებლად ძალიან მიყვარს შებოლილი და დამარილებული თევზი.

რაც შეეხება ლიტერატურას, გამოვტყდები, რომ ტოლსტოი არასდროს წამიკითხავს. რამდენჯერმე ვცადე და ვერ მოვახერხე დამთავრება… რუსული შედევრებიდან ყველაზე მეტად „ოსტატი და მარგარიტა“ მომწონს. ძალიან შემიყვარდა დიდი თეატრი და ხშირად ვსტუმრობ" – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...