pfizer-ზე 5 ათასამდე ადამიანს ჯავშანი არ დაუდასტურდა, მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებულო იყო

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ pfizer-ზე 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, მათგან 5 000-მდე პირს ჯავშანი არ დაუდასტურდათ. მიზეზებს თამარ გაბუნია განმარტავს:

“გუშინ დღის ბოლომდე სულ დარეგისტრირდა 147 000-მდე პირი, ჯავშანი დაუდასტურდა 142 195 პირს. 4 750 ჯავშანი არ დაუდასტურდა გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა, ასევე, იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც, რიგი მიზეზების გამო, ჯერჯერობით, არ უწევდათ აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები პორტალზე. ასე რომ 5 000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა და ეს ადგილები ბუნებრივია დაემატება პორტალს.

აგვისტოს პირველი კვირა იქნება ჩვენთვის კრიტიკული პერიოდი იმისთვის, რომ კიდევ დამატებით დოზებს, რასაც მივიღებთ, პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში სრულად ავითვისოთ მოკლე ხანში. ასევე, აგვისტოს ბოლოს შევქმნათ Pfizer-ით ვაქცინირებულთა დიდი ჯგუფი, ასევე სხვა ვაქცინებითაც გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები
იტვირთება...